Wednesday, June 18, 2014
ესე – ბრბოს ფსიქოლოგია
ყოველი ადამიანი გარკვეული საზოგადოების წევრია.მისი ქცევა თუ მოქმედება დამოკიდებულია მხოლოდ მის გადაწყვეტილებებზე,თუმცა ხშირად ადამიანი საკუთარ აზრს კარგავს და ბრბოს უერთდება.სწორედ ამაშია ბრბოს ფსიქოლოგიაც,მას შეუძლია ადამიანი საკუთარი აზრის წინააღმდეგ დააყენოს.
რისი კარგი მაგალითიცაა მიხეილ ჯავახიშვილის ,,ეშმაკის ქვა'' სადაც სოფიო ბიჭს დახმარების მაგივრად ქვას ესვრის.ის ინანებს მის ქცევას,მაგრამ ეს მაინც არ გამოისყიდის მის ცოდვას.უცოდველი გოგო კი ბრბომ შეიწირა.როდესაც ადამიანები ხვდებიან,რომ საშინელება ჩაიდინეს,მხოლოდ მაშინ უჩნდებათ შიშისა და სინანულის გრძნობა.ამ შემთხვევაშიც სოფიოს ბოლო მოუღო იმის განცდებმა,რომ ადამიანის განსჯის თანამონაწილე გახდა.განსაკუთრებით ის აწუხებდა,რომ ვერ შეეწინააღმდეგა ბოროტებას.არსებობს ისეთი ვარიანტებიც,სადაც ბრბო ადამიანზე გავლენას არ ახდენს,მაგრამ საზოგადოებიდან რიყავს.თუ ადამიანს განსხვავებული აზრი აქვს,ის გაუცხოვებულია ერთფეროვანი ხალხისგან.ჯერ არ ყოფილა ისეთი შემთხვევა,სადაც ადამიანი,ბრბოს არ ეთანხმება და ამავდროულად უარყიფით დამოკიდებულებას არ იღებს მათგან.საბედნიეროდ ისეთი მაგალითებიც გვაქვს,სადაც კონკრეტულმა პიროვნებებმა შელახეს საზოგადოება.მაგალითად მარტინ ლუთერ კინგი,რომელმაც ხალხის დამოკიდებულება შეცვალა ფერადკანიანების მიმართ.ის მრავალ გასაჭირში აღმოჩნდა,მაგრამ მაინც შეძლო ავტობუსის წინა როგებში მუქკანიანებისთვის ადგილის შოვნა.საზოგადოების აზრს ვერცერთი ადამიანი ვერ გაურბის.ხშირად ჩვენც ვყოფილვართ გავლენის ქვეშ მოქცეულნი,მაგრამ საბოლოოდ მივმხვდარვართ,რომ არასწორი იყო.
საბოლოოდ ვასკვნი,რომ უცოდველი ადამიანი არ არსებობს და ამიტომაც უფლება არ გვაქვს ვინმეს სიცოცხლე ხელვყოთ.განრისხებული,აბობოქრებული ხალხის გვერდით ადამიანი იმ მხეცს ემსგავსებ,რომელიც მშიერია და უნდა ვინმეც სიცოცხლის ხარჯზე დაპურდეს,სწორედ ამიტომ არ უნდა მოვექცეთ ბრბოს ზეგავლენის ქვეშ,ჩემი აზრით,ყველამ უნდა იქონიოს საკუთარი აზრი და ბოლომდე შეეცადოს მის დაცვასა და გამართლებას.
Monday, June 16, 2014
პეიზაჟი–როცა შემოდგომა უკანასკნელად სუნთქავს
ბუნება მხატვარია,უდიდესი მხატვარი.ადამიანი ბედნიერია თუკი შეუძლია იმ მშვენიერი პორტრეტების აღქმა,რომელიც ზოგჯერ ინდივიდის ცხოვრებასავით ცვალებადია.
განსაკუთრებით,გულშიჩამწვდომია ის დღეები,როდესაც, შემოდგომა უკანასკნელად სუნთქავს.. ნაცრისფერია ცის გუმბათი,ხეებს თითქოს განგებ შეურცევია ის სამოსელი და სინონიმურად ერწყმის ცას.
შემოდგომის ფოთლები,მოძველებული,გაყვითლებული ფურცლებივით მიმოფანტულა ირგვლივ,ეალერსებიან ძარღვებივით დამსკდარ,დასაქსულ დედამიწის ზედაპირს და საკუთარ გულისტკივილს გამოსთქვამენ.ერთი შეხედვით უწყინარი ფოთლები აუღწერელ განრისხებას გამოხატავენ:დაშრიალებენ,ეკვრიან გაშეშებულ ხეებს,ტოტსა და ტოტს შორის გაჩხერილნი თრთიან იმის შიშით,რომ ქარის დახმარებით ხეებზე აბობღებულნი,ისევ ძირს არ ჩამოცვივდნენ,შემოდგომის მზე კი ცდილობდა ძალა ეპოვნა მკრთალ სხივებში,ფოთლები ირეოდა,ფანჯრის მინებზე ეხეთქებოდნენ და შრიალით პროტესტს გამოთქვამდნენ.
ატოტილი ტოტები ადამიანის მავედრებელი ხელებივით დაკრუნჩხულან და რაღაცას ღაღადებენ ღმერთს ან ცას,განშორება ეძნელებათ...
საბრალო ფოთლები,მოვა ზამთარი თეთრ სახვევს შემოაკრავს არემარეს,დამსკდარ დედამიწასაც გაუმაძღრად შთანთქავს ფაფუკ მასას და თან ჩაიყოლებს გასაცოდავებულ ფოთლებს,ისე წავლენ და გაქრებიან,თითქოს არც კი არსებულან.
მართლაც,რომ საოცარია ის დღეები,როცა შემოდგომა უკანასკნელად სუნთქავს.
ბლოგის შექმნის მიზანი
ამ ბლოგის შექმნის მიზანია გაგაცნოთ ჩემს მიერ დაწერილი თავისუფალი თემები, ჩანახატები, მოთხრობები და საკუთარი ფიქრები. არ ვეცდები თავზე მოგახვიოთ საკუთარი ნააზრევი, უბრალოდ მსურს ბეჭდური სახით გადმოგცეთ ის, რაზედაც თქვენც ხშირად გიფიქრიათ.

Friday, June 13, 2014
ჩემი პირველი მოთხრობა
ერთი დღის მწუხარება
ჭადრის ხეს ბიძია ლევანის ეზოში, მერამდენედ გააცალა ფოთლები შემოდგომის სუსხიანმა ქარმა... ჭრელი ფოთლები მთელს ეზოში მოფანტა...
ქარი ფანტავს ჭრელა–ჭრულა ფოთლებს, ფანჯრიდან გასცქერის ბიძია ლევანი თავის ერთადერთ ვაჟს–გიორგის.
მიდის დრო...
გვიანი გაზაფხულის ერთ ლამაზ დილას, 14 წლის გიორგი უჩვეულო ხალასით წამოდგა საწოლიდან. მას აღარ დასჭირვებია დედის ხვეწნა: ,, ადექი გიორგი, სკოლაში გაგვიანდება, სირცხვილია, ხომ იცი, რომ სკოლამდე შორია ....''
გიორგი დილიდან მხიარულ ხასიათზე იყო, ღიღინებდა,იცინოდა, ყირაზე გადადიოდა. სკოლისკენ მიმავალ გზას სულ ხტუნვა–ხტუნვით მიუყვებოდა.
მეორე დილას კი – ის იწვა... მეზობლები, ნათესავები ყველანი გარს ეხვივნენ, ყველანი მალულად იწმენდნენ ლოყაზე მარგალიტებად მცოცავ ცრემლებს. გიორგის დედა – დეიდა ნანა ხომ გონზე არ იყო. ხან იცინოდა, ხან ტიროდა და ქოჩორზე ეფერებოდა აკანკალებული ნაზი ხელებით თავის ერთადერთს. საყვედურით ნარევი, სევდიანი ხმით მოთქვამდა: ,, რა გინდოდა შვილო გაკვეთილების დროს ეზოში, რატომ დაეთხოვე მასწავლებელს, რატომ ახვედი ჭადრის ხეზე და რაღა იმ დენის სადენებს მოკიდე ხელი....'' და გიორგის გაგლეჯილ ხელის გულებს დასშტერებოდა.
ბიძია ლევანი, გარეთ გასულიყო და გმინავდა. სულ ერთსა და იმავეს იმეორებდა:
–,, შვილო გიორგი, შვილო გიორგი, შვილოო...'' და გახსნილ მკერდზე იცემდა მუშტს და თავს განწირულად აქნევდა.
მომაკვდავმა გიორგიმ უსიცოცხლო თვალები მიაპყრო გატანჯულ დედის სახეს და იქით გაამხნევა: – ,, სუ, ნუ ტირი... მე მალე მოვრჩები, ნუ გეშინია! შეეხვეწე ღმერთს ჩემი მორჩენა, შენ გაგიგონებს!...''
.... და დახუჭა სამუდამოდ თავისი დიდრონი შავი თვალები...
სახლში საშინელი ყვირილი, ღრიალი და კივილი ერთმანეთში აირია. საიდანღაც ღმუილით წამოიჭრა ნამძინარევი ძაღლი. მეზობლის ძაღლებიც აყეფდნენ. ყველაფერი შეწრიალდა, შეზანზარდა...
მიდის დრო, მიდის!...
ის ყლაპავს სიყვარულსა და სიძულვილს, სიხარულსა და მწუხარებას...
მიდის დრო წინ... მიდის შეუჩერებლად...

მოთხრობაზე მუშაობის პროცესი
რამდენიმე თვის წინ ჩვენმა დამრიგებელმა და ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელმა ქ–ბ ნელი ჯალაბაძემ დაგვავალა მოთხრობები დაგვეწერა,რამოდენიმე ნიმუშის მიხედვით. თავიდან ძალიან ვღელავდი,მეშინოდა როგორ გავართმევდი თავს ამ სამუშოს,რადგან პირველად უნდა დაგვეწერა მოთხრობა.შევეცადე თავი გამერთვა როგორც შემეძლო და იმედია კარგიც გამომივიდა.
Subscribe to:
Posts (Atom)