Friday, June 13, 2014

ჩემი პირველი მოთხრობა

                                                      ერთი დღის მწუხარება
 ჭადრის ხეს ბიძია ლევანის ეზოში, მერამდენედ გააცალა ფოთლები შემოდგომის სუსხიანმა ქარმა... ჭრელი ფოთლები მთელს ეზოში მოფანტა...


ქარი ფანტავს ჭრელა–ჭრულა ფოთლებს, ფანჯრიდან გასცქერის ბიძია ლევანი თავის ერთადერთ ვაჟს–გიორგის.
      მიდის დრო...
      გვიანი გაზაფხულის ერთ ლამაზ დილას, 14 წლის გიორგი უჩვეულო ხალასით წამოდგა საწოლიდან. მას აღარ დასჭირვებია დედის ხვეწნა: ,, ადექი გიორგი, სკოლაში გაგვიანდება, სირცხვილია, ხომ იცი, რომ სკოლამდე შორია ....''
      გიორგი დილიდან მხიარულ ხასიათზე იყო, ღიღინებდა,იცინოდა, ყირაზე გადადიოდა. სკოლისკენ მიმავალ გზას სულ ხტუნვა–ხტუნვით მიუყვებოდა.
      მეორე დილას კი – ის იწვა... მეზობლები, ნათესავები ყველანი გარს ეხვივნენ, ყველანი მალულად იწმენდნენ ლოყაზე მარგალიტებად მცოცავ ცრემლებს. გიორგის დედა – დეიდა ნანა ხომ გონზე არ იყო. ხან იცინოდა, ხან ტიროდა და ქოჩორზე ეფერებოდა აკანკალებული ნაზი ხელებით თავის ერთადერთს. საყვედურით ნარევი, სევდიანი  ხმით მოთქვამდა: ,, რა გინდოდა შვილო გაკვეთილების დროს ეზოში, რატომ დაეთხოვე მასწავლებელს, რატომ ახვედი ჭადრის ხეზე და რაღა იმ დენის სადენებს მოკიდე ხელი....''  და გიორგის გაგლეჯილ ხელის გულებს დასშტერებოდა.
      ბიძია ლევანი, გარეთ გასულიყო და გმინავდა. სულ ერთსა და იმავეს იმეორებდა: 
      –,, შვილო გიორგი, შვილო გიორგი, შვილოო...'' და გახსნილ მკერდზე იცემდა მუშტს და თავს განწირულად აქნევდა.
      მომაკვდავმა გიორგიმ უსიცოცხლო თვალები მიაპყრო გატანჯულ დედის სახეს და იქით გაამხნევა: – ,, სუ, ნუ ტირი... მე მალე მოვრჩები, ნუ გეშინია! შეეხვეწე ღმერთს ჩემი მორჩენა, შენ გაგიგონებს!...''
      .... და დახუჭა სამუდამოდ თავისი დიდრონი შავი თვალები...
      სახლში საშინელი ყვირილი, ღრიალი და კივილი ერთმანეთში აირია. საიდანღაც ღმუილით წამოიჭრა ნამძინარევი ძაღლი. მეზობლის ძაღლებიც აყეფდნენ. ყველაფერი შეწრიალდა, შეზანზარდა...
      მიდის დრო, მიდის!...
      ის ყლაპავს სიყვარულსა და სიძულვილს, სიხარულსა და მწუხარებას...
      მიდის დრო წინ... მიდის შეუჩერებლად...

4 comments:

  1. ნინიიი,ჩემო კარგო, შენ უნიჭიერესი ხარ! ასე თუ განაგრძე, მწერალი გამოხვალ. ყოჩაღ!

    ReplyDelete
  2. მადლობა მას :*

    ReplyDelete
  3. სიტყვები არ მყოფნის... დედას სიხარული ხარ ნინიკო.

    ReplyDelete