მარი პატარა,თხელი აღნაგობის გოგონა იყო. დიდი ლურჯი თვალებით და ქერა თმით. ის მუდამ ჩაფიქრებული და სევდიანი დადიოდა. ეგონა,რომ მისი ქვეყანაზე არავის ესმოდა,სახლში ხშირად საყვედურობდნენ და სჯიდნენ უცნაური ხასიათის გამო,ის კი არც მაშინ იღებდა ხმას... ჩუმად,აუღელვებლად გაიხურავდა კარებს და სასეირნოდ მიდიოდა... ერთ–ერთი ასეთი კამათის შემდეგ,როცა ჩვეულებრივ სასეირნოდ გავიდა და გზას გაუყვა,გზიდან ცოტა მოშორებით მწვანედ აბიბინებულ ტრიალ მინდორში მდგარი შენობა დაინახა... გაზაფხული იყო,მწვანედ შეფერილ ბუნებას მყუდროებას ძლიერი ქარი ურღვევდა. გოგონამ შემობისკენ ინსტიქტურად გადაუხვია... რაღაცით მიიზიდა მარტო მდგომმა შენობამ,თან ფიქრობდა ცივი ქარისაგან თავს აქ მაინც დაიცავდა მშვიდად... როგორც კი მიაღწია უცნაურ შენობამდე და...
–შენ ვინ ხარ?
–მარი.
–აქ რატომ ხარ?
–შემცივდა.
–მერე წადი სახლში,მეც მალე ავდგები.
–იქ არ მინდა.
–აბა, სად?
–არ ვიცი. იქ, სადაც თბილა.
–რა გათბობა არ გაქვთ?
–მაინც ცივა.
–მივდივარ. შენც წადი.
–არა.
–აბა,მაშინ იდექი აქ.
–იცით,ხანდახან მინდა რამე დავამტვრიო.
–მე წავალ და რაც გინდა,ის აკეთე,ოღონდ ეს ადგილი ჩემია,არაფერი უქნა.
ახალი ნაცნობის წასვლის შემდეგ მარი კუთხეში ჩვეული აუღელვებლობით ჩაიმუხლა და ღრმა ფიქრს მიეცა....
No comments:
Post a Comment