Monday, December 15, 2014

ვის შეიძლება ეწოდოს ,,კაი ყმა'' დღეს

 

   ქართულ ფოლკლორში, ლექსი, მოთხრობა თუ პოემა აქებს და ადიდებს კაი ყმას, ანუ ვაჯკაცს, რაინდს მამაცს და გამბედავს, ამ ყველაფერს ერთ ადამიანში გაერთიანებულს.
   ქართულ მოთხრობებში კაი ყმა ყოველთვის დადებითი თვიდებების მქონე პიროვნებად გვევლინება. ვაჟა–ფშაველამ კი თავის ლექსში პირდაპირ ჩამოთვალა ყველა ის თვისება, რაც უნდა ახასიათებდეს კაი ყმას. კაი ყმობა მატრო ხმლის ჭერა და ტრაბახი არაა. ის ხმალი არ უნდა იჟანგებოდეს და მას ვაჟკაცურად გამოყენება სჭირდება. დღეს დღეობით ჩემი აზრით თუ გინდა რომ იყო კაი ყმა და გქონდეს სახელი ,,გავარდნილი'', უნდა აკმაყოფილებდე ყველა იმ თვისებას რაც ვაჟას ლექსშია, მაგრამ ახლანდელ დროში კაი ყმა სხვანაირად მოისაზრება ეგრედ წოდებული კაი ტიპი და თვისებებიც ცოტა არ იყოს გათანამედროვებულია. დღეს შეიძლება კაი ყმის პოვნა ძნელი იყოს, ასეთი ადამიანი მართლაც რომ იშვიათია, მაგრამ მაინც არსებობს ისეთი ხალხი რომელსაც ეს ტიტული შეიძლება ვუბოძოთ. ასეთი ადამიანი შეიძლება იყოს ის, რომელიც ყოველ დღე ცდილობს რომ რაღაც გააკეთოს ცხოვრებაში, დაიცვას დაჩაგრული, თავისზე სუსტი ადამიანი და იცოდეს საზოგადოებასთან ქცევის წესები.
    ასე,რომ დღეს ,,კაი ყმა'' შეიძლება მხოლოდ ზემოთ აღნიშნული თვისებების მატარებელს ეწოდოს, მაგრამ აღსანიშნავია, ისიც ვინც ახლა ჯარშია და მის მოვალეობას იხდის. ჯარისკაცებს ომში გაუწირავთ თავი და საბრთხეში ჩაუგდიათ სიცოცხლე... რის გამო?...ხალხის რათქმაუნდა, ანუ ჯარისკაცი ითქმის ჩემთვის დღესდღეობით კაი ყმად!! იმედია შემოეჩება საქართველოს ეს ტიტული, რადგან ოდითგანვე საქართველოში მრავალი ,,კაი ყმა'' გაზრდილა და გარდაცვლილა, მათ აქ სამარადისო სახელი დატოვეს და ზუსტად ისინი ცდილობდნენ, რომ საქართველოს არ მოჰკლოდა ღირსეული ადამიანები. ძალიან მინდა, რომ ახლანდელ დროში ,,კაი ყმა'' მხოლოდ კაი ტიპის თვოსებებით არ იყოს, არამედ იყოს ისეთი, როგორიც სურდა ვაჟას.

,,პასუხისმგებელია თუ არა საზოგადოება ცალკეული ადამიანის მიერ ჩადენილ დანაშაულზე?''

   

     ყოველი ადამიანი გარკვეული საზოგადოების წევრია. მისი ქცევა თუ მოქმედება დამოკიდებულია მხოლოდ მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებზე, თუმცა ადამიანი ხშირად კარგავს საკუთარ აზრს და ბრბოს უერთდება.
     ხშირად ადამიანი ხედავს მის ირგვლივ რა ხდება, მაგრამ რეაგირებას არ ახდენს, რასაც საბოლოოდ ცუდ შედეგებზე გაჰყავს. ილია ჭავჭავაძის მოთხრობიდან ,,სახრჩობელაზედ'' პეტრე, ერთი ალალი და გულკეთილი კაცია. ყველასათვის კეთილის მოსურნე და მაინც რისთვის იყო იგი დამნაშავე?! პერტემ თვითონაც ვერ გააცნობიერა ისე ჩაიდინა დანაშაული. იგი არაფირდაპირი, მაგრამ მაინც დამნაშავეა. დანაშაულია, როდესაც უყურებ ახალგაზრდა კაცის ჩამოხრჩობას და ხელს არ გაანძრევ მის დასახმარებლად და თავისთავად შენც ბრბოს წევრი ხდები. განა რისთვის ჩაუდო ღმერთმა ეს დალოცვილი გული ადამიანს ან გრძნობის უნარი რისთვის მოგვცა? თუ კი ეს ასეა მაშინ რატომ ვართ ადამიანები ესეთი გულქვები. საზოგადოება და მისი ყოველი წევრი ფხიზლად უნდა იყო და ადევნებდე თვალყურს რაც მის გარშემო ხდება. სწორედ პეტრე აღმოჩნდა ხიდის იმ მხარეს, სადაც საზოგადოება აცნობიერებს რა ხდება, მაგრამ არ ცდილობს დახმარებას. ასევე მოვიყვან მაგალითს მიხეილ ჯავახიშვილის ,,ეშმაკის ქვიდან'' სადაც სოფიო ბრბომ შეიწირა და ბიჭს ქვა ესროლა იმის მაგივრად რომ დახმარებოდა მას. როდესაც ადამიანები მიხვდებიან, რომ საშინელება ჩაიდინეს მხოლოდ მაშინ უჩნდებათ სინანულისა და შიშის გრძნობა. სწორედ სოფიოს ბოლო მოუღო იმის განცდებმა, რომ ვერ შეეწინააღმდება ბოროტებას და ბრბოს მონაწილე გახდა.
      საბოლოოდ ვასკვნი, რომ საზოგადოება ცალკეული ადამიანის მიერ ჩადენილ დამაშაულზე პასუხისმგებელია, რადგან სწორედ საზოგადოება და მათი დამოკიდებულება უბიძგებს ადამიანს დანაშაულის ჩადენისკენ და უნდა ვეცადოთ, რომ არ მოვექცეთ ბრბოს ზეგავლენის ქვეშ, რადგან სწორედ აბობოქრებული და განრისხებული ხალხის გვერდით ადამიანი იმ მხეცს ემსგავსება, რომელიც მშიერია და უნდა, რომ ვინმეს სიცოცხლის ხარჯზე დაპურდეს.

Sunday, December 14, 2014

ძლიერი ადამიანი

   
   
    ცხოვრებაში ხშირად ვხვდებით მრავალ დაბრკოლებას, სიხარული და ნათელი დღეებიც ბევრია რა თქმა უნდა, მაგრამ ადამიანს ბედნიერების მისაღწევად ბევრი შრომა უწევს, რაც საკმაოდ რთულია, მაშინ როცა მას სიძლიერე აკლია.
    ძლიერ ადამიანს უნარი შესწევს გაუმკლავდეს ყოველდღიურ ცხოვრებისეულ გამოწვევებს, თუმცა სიძლიერეც სუბიექტურია და ხშირად ადამიანებს სურთ ძლიერად დარჩენა, მაგრამ არ ძალუძთ იმ თვისებათა გამომუშავება, რაც საჭიროა საიმისოდ, რომ ძლიერ ადამიანად შედგე. არის შემთხვევები, როცა ადამიანები გულგრილნი ხდებიან მათ ირგვლივ მიმდინარე მოვლენების მიმართ, თითქოსდა მხოლოდ საკუთარი თავის გატანა, თუნდაც სხვისთვის ზიანის მიყენების მეშვეობით, ძლიერად გვაქცევს. რეალურად მსგავსი დამოკიდებულება ცხოვრებასტან ხომ სისუსტის გამოჩენაა. ჩემი სუბიექტური აზრია, რომ ადამიანი ძლიერია მაშინ, როცა მრავალ დაბრკოლებას ნებისყოფის დახმარებით ისე გადალახავს, საკუთარ თავთანაც მართალი რომ იქნება და სხვასთანადაც. ვფიქრობ, ადამიანის სიძლიერის კიდევ ერთი მაჩვენებელი ოპტიმიზმია, რომლის წყალობითაც ადამიანი ფარ–ხმალს არ ყრის და ცხოვრებისეულ სირთულეებს დაუღალავად ებრძვის. მინახავს მხედველობა დაკარგული ადამიანები, მინახავს მრავალი გადაუჭრელი პრობლემის მქონე ადამიანები, რომლებიც ხშირად ბევრად  მხნედ გამოიყურებიან, ბევრად თავაზიანები და თუნდაც სასიამოვნო მოსაუბრენი, ვიდრე ისინი, ვისაც პრობლემად ფუფუნების საგნის ყიდვა–არ ყიდვა ერჩვენება. ჩემთვის სწორედ ის ადამიანია ძლიერი, ვინც სიბნელეში სინათლის სხივის დასანახად წინ და წინ მიიწევს და არა ის, ვინც კაშკაშა სინათლეში, ბნელ მხარეებზე ამახვილებს ყურადღებას.
     ამრიგად ვფიქრობ, რომ რადგან ამ ქვეყნად ცხოვრების უფლება მოგვეცა, ძალაც შეგვწევს გავუმკლავდეთ ყოველდღიურ განსაცდელებს, ადამიანს ხომ მხოლოდ ისეთი განსაცდელი ეწევა, რომლის გადალახვაც ძალუძს, ასე რომ მთავარია საკუთარ თავში მოვძებნოთ ის პოტენციალი, რომელიც სულიერ სიძლიერეს შეგვმატებს და შემდეგ შევძლებთ თამამად ვთქვათ, რომ ცხოვრება მშვენიერია.

Saturday, December 13, 2014

რა არის მეგობრობა

   
     მეგობრობა არის ქცევაა, რომელიც ვლინდება ურთიერთგაგებითა და მხარდაჭერით პიროვნებებს შორის. ის მოიცავს ურთიერთობას ადამიანთა შორის, რომელთაც გააჩნიათ საერთო ცოდნა, ინტერესი, გატაცება და ერთმანეთის დახმარება ნებისმიერ დროს, ნებისმიერ საკითხში.
     მეგობრობის გრძნობა ქართველი კაცის ბუნების ნაწილია, ძმადგაფიცვაა ამის ნათელი დასტური. ქართველი მწერლები უხვად უმღერიან მეგობრობას თავის ნაწარმოებებში. მაგალითად შოთა რუსთაველის ,,ვეფხისტყაოსანი'', რომელიც მეგობრობისა და სიყვარულის ჰიმნია.
     სწორედაც, რომ მეგობრობისთვის თავდადება სიბრძნის გამოხატულებად მიმაჩნია. მოვიშველიებ ისევ ,,ვეფხისტყაოსნის'' ანდერძს, რომელიც ავთანდილმა როსტევანს დაუტოვა და სადაც ამბობს,რომ: ,,კაცი ბრძენი ვერ გასწირავს მოყვარესა მოყვარულსა'', სწორედ ავთანდილს სურს, რომ მის ახლად შეძენილ მეგობარს დაეხმაროს დაკარგული სატრფოს მოძებნაში.
     საბოლოოდ ვასკვნი, რომ სწორედ მეგობარია ის ადამიანი, რომელთან ერთადაც გიხარია, რომელიც მწუხარებას გიმსუბუქებს, რომელიც ცხოვრების ყველაზე დიდი საჩუქარი და მონაპოვარია, რაზეც გვემოწმება ძველი ბერძენი ფილოსოფოსის ეპიკურეს სიტყვები: ,,ყველა სიკეთიდან რომელთაც სიბრძნე სრული ბედნიერების მისაღწევად გვთავაზობს, ყველაზე დიდი მონაპოვარი მეგობრობაა'', ასევე ჯოზეფ ედისონის სიტყვები: ,,მეგობრობა სრულქმნის ბედნიერებას და აქარწყლებს უბედურებას, რადგან სიხარულს გვიორმაგებს და უბედურებას გვიქარწყლებს''.

რა არის თავისუფლება

 

 თავისუფლება ცაში მონავარდე თეთრ არწივს ჰგავს, იგი თავისთვის ლაღად დაფრინავს, არც ვინმეს ჰკორტნის ყვავ–ყორანივით... თავისუფლება, ჩემი აზრით არის სულიერი სიმშვიდე,როცა საკუთარ ბედს და ცხოვრების სტილს განსაზღვრავ თავად და არა სხვისი მითითებით და იმის ყურებით, რომ რას იფიქრებს სხვა მე რომ ესე მოვიქცე. ამავე დროს თავისუფლება ნიშნავს მოქმედებაზე პასუხისმგებლობასაც. ამიტომ თავისუფლება გულისხმობს, როგორც უფლებებს ისე მოვალეობებსაც. ღმერთმა ადამიანს დაბადებიდანვე მიანიჭა არჩევნის უფლება, მას თავად უნდა გაეკეთებინა არჩევანი თუ, როგორ იცხოვრებდა. ,,ღმერთმა ადამიანი შექმნა ხატად და მსგავსად თვისი''. სწორედაც, რომ არჩევნის უფლებაა თავისუფლება. ჩემი აზრით შენი პიროვნული თავისუფლება იქ მთავრდება, სადაც სხვისი იწყება. მოვიშველიებ ლაი ძის სიტყვებს: ,,შენი უფლებები მთავრდება იქ სადაც იწყება სხვისი'', ასევე მახსენდება ილია II-ეს სიტყვები: ,,ჭეშმარიტი თავისუფლება ცოდვათაგან განთავისუფლებით მიიღება'' – ,,თავისუფლების მოპოვება რთულია; მონობაში დარჩენა–იოლი, მაგრამ თავისუფლების შედეგი მარადიული ნეტარებაა, მონობისა კი–მარადიული სიკვდილი''. ასე, რომ ყოველი უფლება შეზღუდულია შესაბამისი მოვალეობით, ეს ნიშნავს, რომ ადამიანს შეუძლია ისარგებლოს უფლებებით მხოლოდ გარკვეულ ფარგლებში ისე, რომ არ შეზღუდოს სხვისი უფლებები. ,,ადამიანის უფლებების და თავისუფლების განხორციელებამ არ უნდა დაარღვიოს სხვისი უფლებები და თავისუფლებები'' (საქართველოს კონსტიტუციის, 44მუხლი).

Friday, December 12, 2014

ესე–,,ადამიანის გული აღუვსებელი საწყაულია''

 

ჩვენს წუთისოფელში ცხოვრება რთულია. ყვე;ა ცდილობს გაიუმჯობესოს ცხოვრების პირობები. ეს ქმედება თავისთავად კარგია, მაგრამ ხშირად ვაწყდებით პარადოქსულ სიტუაციას–რაც უფრო მეტს აღწევ ადამიანი, მით უფრო მეტი სურს, ალბათ ამიტომაც არის ადამიანთა ცხოვრება ხიფათებითა და ურთიერთშუღლით სავსე, არასდროს ვკმაყოფილდებით მიღწეულით და ვილტვით იმისკენ, რაც შეიძლება ჩვენს ძალებსაც კი აღემატება.
   ადამიანის გილისწადილი, რაც შეიძლება მეტი მიიღოს, კარგად არის გამოვლენილი არა მარტო ქართულ, არამედ მსოფლიო ლიტერატურაშიც. პირველი რა ფრაზაც მახსენდება ამ საკითხის განხილვისას, არის ციტატა ლადო ასათიანის ცნობილი ლექსიდან ,,სალაღობო'' –,,ხომ ლამაზია ეს ჩემი ცოლი, მაგრამ მე უფრო ლამაზი მინდა...'', ,,ხომ ლამაზია ეს საქართველო, მაგრამ მე უფრო ლამაზი მინდა''. ანალოგიური პრობლემა განიხილა ქართველმა პოეტმა ნიკოლოზ ბარათაშვილმა ლექსში ,,ფიქრნი მტკვრის პირას''.
                                     ,,მაინც რა არის ჩვენი ყოფა–წუთისოფელი,
                                       თუ არა ოდენ საწყაული აღუვსებელი?
                                       ვინ არის იგი, ვისთვის გული ეერთხელ აღევსოს,
                                       და რაც მიეღოს ერთხელ ნატვრით, იგი ეკმაროს?''
   მართლაც, რომ იშვიათია მსგავსი ადამიანის არსებობა, მაგალითისთვის ავიოთ ილია ჭავჭავაძის ,,კაცია–ადამიანი?!'', სადაც ლარსაბი განზოგადებული სახეა ადამიანის ჯგუფებისა და მისი აზრით კაცი ძირგავარდნილი ქვევრია, რომელსაც დღედაღამ უნდა ასხა სასმელი და აყარო ხორაგი და მაინც ვერ აავსო. თუმცა, საბედნიეროდ, გამონაკლისებიც არსებობენ, მაგრამ თითოეულ ადამიანში მაინც ღრმად აქვს ფესვები გამდგარი ერთ–ერთ ყველაზე ,,სასიამოვნო'' ცოდვას – პატივმოყარეობას,რაც საბოლოოდ უფრო მეტის და მეტის სწრაფვისკენ გვიბიძგებს.
   ამრიგად, გარშემო, რომ მიმოვიხედებით საბოლოოდ ვასკვნით, რომ ,,ადამიანის გული აღუვსებელი საწყაულია'' და მიღწეულს იშვიათად თუ სჯერდება. დასასრულს კი ფოლკნერის სიტყვები მახსენდება: ,,აჩუქეთ მას მთელი სამყარო და ლამაზ შეფუთვასაც მოგთხოვთ''.

ესე–აზარტული თამაშები

 

დღესდღეობით ეს თემა მართლაც, რომ პოპულარული თემაა და ასევე ძალიან დიდი პრობლემაც. ინტერნეტ სივრცეში არის ისეთი საიტები, სადაც ადამიანებს სახლიდან გაუსვლელად შეუძლიათ თამაში ფულზე და რაც ყველაზე უარესია არ არსებობს არანაირი ასაკის კონტროლი. ეს იმას ნიშნავს,რომ არასრულწლოვანებსაც შეუძლიათ თამაში ყველანაირი დაბრკოლების გარეშე. ახალგადრები გაუცნობიერებლად ჩადიან დანაშაულს და რაც მთავარია ამ ყველაფერმა შეიძლება დიდი პრობლემები მოუტანოთ.
   აზარტული თამაშები ძალიან პოპულარული გასართობი საშუალებაა, ახალგაზრდები ხშირად თამაშობენ, თუმცა ისე შედიან აზარტში, რომ ძალიან უჭირთ თავის დანებება. მაგ:მე მყავს მეზობელი, რომელიც დაახლოებით 35–36 წლისაა, მან დაიწყო კაზინოებში სიარული, პოკერის თამაში, რამაც ისე გაიტაცა, რომ ვერც კი მიხვდა თუ რამხელა პრობლემა შეუქმნა ამ ყველაფერმა. ჩადო ბინა, წააგო თამაში და სახლი დაკარგა. თავისი შვილებით, ცოლით, დედ–მამით ქუჩაში დარჩა. ,,რაც მოგივა დავითაო, ყველა შენი თავითაო''. ამჟამად ასეთი ამბები საქართველოში და არამარტო აქ ძალიან ხშირია.
   და ბოლოს უნდა აიკრძალოს აზარტული თამაშები, რადგან ხშირ შემთხვევაში ჩვევაში გადასდით, რაც ფიზიკური და ფსიქოლოგიური დამოკიდებულებაა და განაპირობებს აზარტული თამაშების მიმართ ავადმყოფურ ლტოლვას, ასევე აზარტული თამაშების შედეგი ხშირ შემთხვევაში უარყოფითია:უზარმაზარი წაგებული თანხები, დანგრეული ცხორება და გაყიდული სახლები. ადამიანების უმრავლესობა ვერ აცნობიერებს იმას, თუ რა პრობლემის შექმნა შეუძლია ერთ წაგებულ თამაშს, რამაც შეიძლება ადამიანი თვითმკვლელობამდე მიიიყვანოს და სიცოცხლე ტრაგიკულად დაასრულოს.

Thursday, December 11, 2014

ნოველა–მწუხარება...

   

     ზის ახალგაზრდა ჭაბუკი, ფიქრობს... შუბლი შეჭმუხვნია... იქნება ასე 23-25 წლის. მაღალი, მხარბეჭიანი, შავგვრემანი, შავთვალება, ოდნავ გრძელი თმით. მუჭს ხან გაშლის, ხან მოკუმავს, მისი ფიქრები ირევა: ახსენდება თავისი რჩეული, მორიდებული, მორცხვი, თავდახრილი, მაგრამ ამაყი... გაპრანჭული... ერიდება მასთან მისვლა და გამოლაპარაკება... გაბედა და მივიდა... თანხმობაც მიიღო... გულიც აუჩქარდა უცნაურად... იცეკვეს, გგაერთნენ, გალაღდა ორი ახალგაზრდა...
     მაგრამ იქვე ახლოდ მდგომი მისი ძმადნაფიცი გაშტერებით უცქერს გოგონას, მისი გონება მის ირგვლივ დაჰქრის... სახეზე ეტყობა ავძრახვა... დრო იხელთა და გოგონა ძალით გაიტაცა.
     და ახლა ზის გაწბილებული საქმრო და ფიქრობს სიკვდილზე, რომელიც მოღალატე ძმადნაფიცს გამოუტანა, უცებ რეკავს ტელეფონი და ესმის დედის გამწარებული ხმა, რომელიც ატყობინებს მოღალატე ადამიანის ტრაგიკულად დაღუპვის ამბავს...
     გახევდა, გაწბილდა ჭაბუკი, წუთების წინ რომელიც მკვლელობის ჩამდენი იყო ახლა მისი გული დარდმა და წუხილმა მოიცვა...

ნოველა–მონატრება...

       

ზის აივანზე მოხუცი, მარტოხელა ქალი, მას ცხოვრების კვალი სახეზე ატყვია... ნატანჯი სახე, თუმცა ეტყობა, რომ ახალგაზრდობაში ლამაზი ქალი ყოფილა... საყვარელი მეუღლე გარდაეცვალა... გაუმწარდა სიცოცხლე საცოდავ ქალს. ხუთი შვილი გააჩინა, მაგრამ სულ მარტოა, ყველა თავისი ცხოვრებით ცხოვრობს, სტუმრობენ დედას... ერთი შვილი ენატრება ყველაზე მეტად, ალბათ თხუთმეტი წელია არ უნახავს. ენატრება სიყრმის შვილი. რომელიც ცხოვრობს თავის უცხოელ მეუღლესთან ერთად საზღვარგარეთ... თავის დროზე ვერ შეელია ოჯახს, ვერ მიატოვა ისინი, ცოლი კი არ გამოყვა უცხო ქვეყანაში ქმარს... მოხუცი დედა კი ზის და ელოდება... გავიდა დრო მოხუცი წევს მომაკვდავი და თავისი დიდი ხნის უნახავი შვილის დანახვას ნატრობს, ისიც კი არ იცის მკვდარია თუ ცოცხალი... ლოდინი... დარდი... ცრემლი... საფლავში ჩაყოლილი მონატრება...

Friday, July 25, 2014

უცნაური გოგონას ამბავი

 

მარი პატარა,თხელი აღნაგობის გოგონა იყო. დიდი ლურჯი თვალებით და ქერა თმით. ის მუდამ ჩაფიქრებული და სევდიანი დადიოდა. ეგონა,რომ მისი ქვეყანაზე არავის ესმოდა,სახლში ხშირად საყვედურობდნენ და სჯიდნენ უცნაური ხასიათის გამო,ის კი არც მაშინ იღებდა ხმას... ჩუმად,აუღელვებლად გაიხურავდა კარებს და სასეირნოდ მიდიოდა... ერთ–ერთი ასეთი კამათის შემდეგ,როცა ჩვეულებრივ სასეირნოდ გავიდა და გზას გაუყვა,გზიდან ცოტა მოშორებით მწვანედ აბიბინებულ ტრიალ მინდორში მდგარი შენობა დაინახა... გაზაფხული იყო,მწვანედ შეფერილ ბუნებას მყუდროებას ძლიერი ქარი ურღვევდა. გოგონამ შემობისკენ ინსტიქტურად გადაუხვია... რაღაცით მიიზიდა მარტო მდგომმა შენობამ,თან ფიქრობდა ცივი ქარისაგან თავს აქ მაინც დაიცავდა მშვიდად... როგორც კი მიაღწია უცნაურ შენობამდე და...
 –შენ ვინ ხარ?
 –მარი.
 –აქ რატომ ხარ?
 –შემცივდა.
 –მერე წადი სახლში,მეც მალე ავდგები.
 –იქ არ მინდა.
 –აბა, სად?
 –არ ვიცი. იქ, სადაც თბილა.
 –რა გათბობა არ გაქვთ?
 –მაინც ცივა.
 –მივდივარ. შენც წადი.
 –არა.
 –აბა,მაშინ იდექი აქ.
 –იცით,ხანდახან მინდა რამე დავამტვრიო.
 –მე წავალ და რაც გინდა,ის აკეთე,ოღონდ ეს ადგილი ჩემია,არაფერი უქნა.
  ახალი ნაცნობის წასვლის შემდეგ მარი კუთხეში ჩვეული აუღელვებლობით ჩაიმუხლა და ღრმა ფიქრს მიეცა....

Wednesday, June 18, 2014

ესე – ბრბოს ფსიქოლოგია

    




ყოველი ადამიანი გარკვეული საზოგადოების წევრია.მისი ქცევა თუ მოქმედება დამოკიდებულია მხოლოდ მის გადაწყვეტილებებზე,თუმცა ხშირად ადამიანი საკუთარ აზრს კარგავს და ბრბოს უერთდება.სწორედ ამაშია ბრბოს ფსიქოლოგიაც,მას შეუძლია ადამიანი საკუთარი აზრის წინააღმდეგ დააყენოს.

      რისი კარგი მაგალითიცაა მიხეილ ჯავახიშვილის ,,ეშმაკის ქვა'' სადაც სოფიო ბიჭს დახმარების მაგივრად ქვას ესვრის.ის ინანებს მის ქცევას,მაგრამ ეს მაინც არ გამოისყიდის მის ცოდვას.უცოდველი გოგო კი ბრბომ შეიწირა.როდესაც ადამიანები ხვდებიან,რომ საშინელება ჩაიდინეს,მხოლოდ მაშინ უჩნდებათ შიშისა და სინანულის გრძნობა.ამ შემთხვევაშიც სოფიოს ბოლო მოუღო იმის განცდებმა,რომ ადამიანის განსჯის თანამონაწილე გახდა.განსაკუთრებით ის აწუხებდა,რომ ვერ შეეწინააღმდეგა ბოროტებას.არსებობს ისეთი ვარიანტებიც,სადაც ბრბო ადამიანზე გავლენას არ ახდენს,მაგრამ საზოგადოებიდან რიყავს.თუ ადამიანს განსხვავებული აზრი აქვს,ის გაუცხოვებულია ერთფეროვანი ხალხისგან.ჯერ არ ყოფილა ისეთი შემთხვევა,სადაც ადამიანი,ბრბოს არ ეთანხმება და ამავდროულად უარყიფით დამოკიდებულებას არ იღებს მათგან.საბედნიეროდ ისეთი მაგალითებიც გვაქვს,სადაც კონკრეტულმა პიროვნებებმა შელახეს საზოგადოება.მაგალითად მარტინ ლუთერ კინგი,რომელმაც ხალხის დამოკიდებულება შეცვალა ფერადკანიანების მიმართ.ის მრავალ გასაჭირში აღმოჩნდა,მაგრამ მაინც შეძლო ავტობუსის წინა როგებში მუქკანიანებისთვის ადგილის შოვნა.საზოგადოების აზრს ვერცერთი ადამიანი ვერ გაურბის.ხშირად ჩვენც ვყოფილვართ  გავლენის ქვეშ მოქცეულნი,მაგრამ საბოლოოდ მივმხვდარვართ,რომ არასწორი იყო.
      საბოლოოდ ვასკვნი,რომ უცოდველი ადამიანი არ არსებობს და ამიტომაც უფლება არ გვაქვს ვინმეს სიცოცხლე ხელვყოთ.განრისხებული,აბობოქრებული ხალხის გვერდით ადამიანი იმ მხეცს ემსგავსებ,რომელიც მშიერია და უნდა ვინმეც სიცოცხლის ხარჯზე დაპურდეს,სწორედ ამიტომ არ უნდა მოვექცეთ ბრბოს ზეგავლენის ქვეშ,ჩემი აზრით,ყველამ უნდა იქონიოს საკუთარი აზრი და ბოლომდე შეეცადოს მის დაცვასა და გამართლებას.

Monday, June 16, 2014

პეიზაჟი–როცა შემოდგომა უკანასკნელად სუნთქავს

     

ბუნება მხატვარია,უდიდესი მხატვარი.ადამიანი  ბედნიერია თუკი შეუძლია იმ მშვენიერი პორტრეტების აღქმა,რომელიც ზოგჯერ ინდივიდის  ცხოვრებასავით ცვალებადია.
       განსაკუთრებით,გულშიჩამწვდომია ის დღეები,როდესაც, შემოდგომა უკანასკნელად სუნთქავს.. ნაცრისფერია ცის გუმბათი,ხეებს თითქოს განგებ შეურცევია ის სამოსელი და სინონიმურად ერწყმის ცას.
       შემოდგომის ფოთლები,მოძველებული,გაყვითლებული ფურცლებივით მიმოფანტულა ირგვლივ,ეალერსებიან ძარღვებივით დამსკდარ,დასაქსულ დედამიწის ზედაპირს და საკუთარ გულისტკივილს გამოსთქვამენ.ერთი შეხედვით უწყინარი ფოთლები აუღწერელ განრისხებას გამოხატავენ:დაშრიალებენ,ეკვრიან გაშეშებულ ხეებს,ტოტსა და ტოტს შორის გაჩხერილნი თრთიან იმის შიშით,რომ ქარის დახმარებით ხეებზე აბობღებულნი,ისევ ძირს არ ჩამოცვივდნენ,შემოდგომის მზე კი ცდილობდა ძალა ეპოვნა მკრთალ სხივებში,ფოთლები ირეოდა,ფანჯრის მინებზე ეხეთქებოდნენ და შრიალით პროტესტს გამოთქვამდნენ.
       ატოტილი ტოტები ადამიანის მავედრებელი ხელებივით დაკრუნჩხულან და რაღაცას ღაღადებენ ღმერთს ან ცას,განშორება ეძნელებათ...
       საბრალო ფოთლები,მოვა ზამთარი თეთრ სახვევს შემოაკრავს არემარეს,დამსკდარ დედამიწასაც გაუმაძღრად შთანთქავს ფაფუკ მასას და თან ჩაიყოლებს გასაცოდავებულ ფოთლებს,ისე წავლენ და გაქრებიან,თითქოს არც კი არსებულან.
       მართლაც,რომ საოცარია ის დღეები,როცა შემოდგომა უკანასკნელად სუნთქავს.

ბლოგის შექმნის მიზანი

ამ ბლოგის შექმნის მიზანია გაგაცნოთ ჩემს მიერ დაწერილი თავისუფალი თემებიჩანახატებიმოთხრობები და საკუთარი ფიქრებიარ ვეცდები თავზე მოგახვიოთ საკუთარი ნააზრევიუბრალოდ მსურს ბეჭდური სახით გადმოგცეთ ისრაზედაც თქვენც ხშირად გიფიქრიათ.

Friday, June 13, 2014

ჩემი პირველი მოთხრობა

                                                      ერთი დღის მწუხარება
 ჭადრის ხეს ბიძია ლევანის ეზოში, მერამდენედ გააცალა ფოთლები შემოდგომის სუსხიანმა ქარმა... ჭრელი ფოთლები მთელს ეზოში მოფანტა...


ქარი ფანტავს ჭრელა–ჭრულა ფოთლებს, ფანჯრიდან გასცქერის ბიძია ლევანი თავის ერთადერთ ვაჟს–გიორგის.
      მიდის დრო...
      გვიანი გაზაფხულის ერთ ლამაზ დილას, 14 წლის გიორგი უჩვეულო ხალასით წამოდგა საწოლიდან. მას აღარ დასჭირვებია დედის ხვეწნა: ,, ადექი გიორგი, სკოლაში გაგვიანდება, სირცხვილია, ხომ იცი, რომ სკოლამდე შორია ....''
      გიორგი დილიდან მხიარულ ხასიათზე იყო, ღიღინებდა,იცინოდა, ყირაზე გადადიოდა. სკოლისკენ მიმავალ გზას სულ ხტუნვა–ხტუნვით მიუყვებოდა.
      მეორე დილას კი – ის იწვა... მეზობლები, ნათესავები ყველანი გარს ეხვივნენ, ყველანი მალულად იწმენდნენ ლოყაზე მარგალიტებად მცოცავ ცრემლებს. გიორგის დედა – დეიდა ნანა ხომ გონზე არ იყო. ხან იცინოდა, ხან ტიროდა და ქოჩორზე ეფერებოდა აკანკალებული ნაზი ხელებით თავის ერთადერთს. საყვედურით ნარევი, სევდიანი  ხმით მოთქვამდა: ,, რა გინდოდა შვილო გაკვეთილების დროს ეზოში, რატომ დაეთხოვე მასწავლებელს, რატომ ახვედი ჭადრის ხეზე და რაღა იმ დენის სადენებს მოკიდე ხელი....''  და გიორგის გაგლეჯილ ხელის გულებს დასშტერებოდა.
      ბიძია ლევანი, გარეთ გასულიყო და გმინავდა. სულ ერთსა და იმავეს იმეორებდა: 
      –,, შვილო გიორგი, შვილო გიორგი, შვილოო...'' და გახსნილ მკერდზე იცემდა მუშტს და თავს განწირულად აქნევდა.
      მომაკვდავმა გიორგიმ უსიცოცხლო თვალები მიაპყრო გატანჯულ დედის სახეს და იქით გაამხნევა: – ,, სუ, ნუ ტირი... მე მალე მოვრჩები, ნუ გეშინია! შეეხვეწე ღმერთს ჩემი მორჩენა, შენ გაგიგონებს!...''
      .... და დახუჭა სამუდამოდ თავისი დიდრონი შავი თვალები...
      სახლში საშინელი ყვირილი, ღრიალი და კივილი ერთმანეთში აირია. საიდანღაც ღმუილით წამოიჭრა ნამძინარევი ძაღლი. მეზობლის ძაღლებიც აყეფდნენ. ყველაფერი შეწრიალდა, შეზანზარდა...
      მიდის დრო, მიდის!...
      ის ყლაპავს სიყვარულსა და სიძულვილს, სიხარულსა და მწუხარებას...
      მიდის დრო წინ... მიდის შეუჩერებლად...

მოთხრობაზე მუშაობის პროცესი



რამდენიმე თვის წინ ჩვენმა დამრიგებელმა და ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელმა ქ–ბ ნელი ჯალაბაძემ დაგვავალა მოთხრობები დაგვეწერა,რამოდენიმე ნიმუშის მიხედვით. თავიდან ძალიან ვღელავდი,მეშინოდა როგორ გავართმევდი თავს ამ სამუშოს,რადგან პირველად უნდა დაგვეწერა მოთხრობა.შევეცადე თავი გამერთვა როგორც შემეძლო და იმედია კარგიც გამომივიდა.